განახლება: არხი დატოვეს მარიამ მენაბდემ და ვანო გავაშელმაც.
„რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა. ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ დაუდასტურა მარიამ ჯანელიძემ.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჯანელიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროინტეგრაცია და ბოლო ორი ღამის განმავლობაში პოლიციის ძალადობას საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე.
„ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება… ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე“, – ამბობს ჯანელიძე.
„რადიო თავისუფლება“ ესაუბრა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ნინო შუბლაძესაც:
„თვითონ თუ თქვეს, რომ აქციას უკავშირდება არ ვიცი, მაგრამ მანამდეც გვქონდა დიდი ხანი საუბარი და ბოლოს ასე გადაწყვიტეს. კონკრეტული წინადადება არ თქმულა. მე მათი შეხედულებები ვიცოდი მანამდეც და მანამდეც გვქონდა ეს საუბრები, მერე რატომღაც გადაწყდა რომ დარჩებოდნენ“, – ამბობს კობახიძე.