„რუსთავის აზოტთან“ აქციას სხვადასხვა საწარმოებიდანაც უერთდებიან“ - პროტესტის მე-3 დღე

პუბლიკა

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლების პროტესტი მესამე დღეა გრძელდება. ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდას ითხოვენ. პროტესტის ნიშნად გაჩერებულია საწარმოო პროცესი.

„ამ დროისთვის სხვადასხვა საწარმოდან, სხვადასხვა პროფესიული კავშირი სოლიდარობის ნიშნად ადგილზე ჩადის“, – ამბობს „პუბლიკასთან“ პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელი გიგა ბექაური.

დასაქმებულები პროტესტის ნიშნად რუსთავში მდებარე საწარმოდან არ უშვებენ სატვირთო მანქანებს, გარდა კლინიკებისთვის ჟანგბადის მიმწოდებელი ავტომობილებისა.

დასაქმებულების განცხადებით, 2019 წელს პირობა მიიღეს, რომ ხელფასები 20%-ით გაიზრდებოდა, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

„არც ეგ 20% დამატებია ჩვენს ხელფასს და ამოგვივიდა ყელში“, – ამბობს აქციის მონაწილე.