რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ერთ-ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა.
როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, მალევე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, თუმცა ის დროულად ვერ მივიდა ადგილზე. აქციის მონაწილე საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას ადასტურებენ და ამბობენ, რომ აქციაზე ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.