„რუსთავის ფოლადის“ სორტული საამქროს თანამშრომლები გაიფიცნენ - პროფკავშირი

პუბლიკა

კომპანიის ადმინისტრაციასთან ერთთვიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, 4 ივლისიდან, ხელფასის 30%-იანი ზრდისა და მე-13 ხელფასის დაწესების მოთხოვნით, გაიფიცნენ შპს „რუსთავის ფოლადის“ სორტული საამქროს თანამშრომლები – ინფორმაციას მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ავრცელებს.

„რუსთაველ მეტალურგთა გაფიცვა განპირობებულია სამომხმარებლო პროდუქტზე ფასების კატასტროფული ზრდით იმ ფონზე, რომ კომპანიას არ მოუხდენია ხელფასების ინდექსაცია ინფლაციის შესაბამისად და გაფიცვის მეორე საფუძველი ის არის, რომ 2021 წელს კომპანიის დირექტორი სორტული საამქროს დასაქმებულებს ხელფასის 100-100 ლარით გაზრდას დაჰპირდა ახალი ღუმელის ამუშავების შემდეგ, თუმცა ეს სიცრუე აღმოჩნდა“, – აცხადებს პროფკავშირი.