რუსთავის მეტალურგიულში 23 წლის მუშას არმატურა დაეცა და დაშავდა

პუბლიკა

გუშინ, საღამოს, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშა დაშავდა. როგორც პროფკავშირების წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე „პუბლიკასთან“ აღნიშნავს, 23 წლის მამაკაცი სორტულ საწარმოში მუშაობდა, როდესაც ცხელი არმატურა ფეხში მოხვდა და მძიმედ დაშავდა.

როგორც მეტალურგიულ ქარხანაში ამბობენ, მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მათი თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდება მომხდარის მიზეზები.

„პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.