რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად მამაკაცი დაიღუპა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. „პუბლიკას“ უწყებაში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
რუსთავის ადგილობრივი მედიასაშუალების, tv4-ის ცნობით, სავარაუდოდ, აფეთქდა ქარხანაში არსებული დანადგარი, რასაც იქ დასაქმებული 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.