რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან სააკაშვილის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

პუბლიკა

რუსთავის მე-12 პენიტენტიურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე სტენსილის გაკვრაც სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დააკისრა. მან კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას 14 ოქტომბერს დაანონსებული საპროტესტო აქცია.

მოქალაქეებმა პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურ სამსახურმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა.