რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა

პუბლიკა

რუსთავის საკრებულომ თავმჯდომარედ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია აირჩია.

შეროზია ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც კენჭისყრაში მონაწილეობდა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ 15 და თავისი პარტიის 3 წევრის მხარდაჭერა მიიღო. კენჭისყრაში „ოცნება“ არ მონაწილეობდა.

რუსთავის საკრებულო ჩხოროწყუსა და წალენჯიხის შემდეგ მესამეა, რომლის თავმჯდომარედაც გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს.

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებს ბრიფინგით გამოეხმაურა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ არ არის მნიშვნელოვანი თანამდებობები, მთავარია წინასაარჩევნო დაპირისპირებების შესრულება.

„საქმის კეთებას გავაგრძელებთ და თითოეული დაპირება, რაც იყო გაცემული ჩვენი მხრიდან, შესრულდება“, – განაცხადა ლაცაბიძემ.