რუსთავში 10-მდე მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

რუსთავში 10-მდე მასწავლებელს COVID-19 დაუდასტურდა. როგორც „პუბლიკას“ ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, მასწავლებლებს ვირუსი გეგმური ტესტირების ფარგლებში აღმოაჩნდათ.

მისი განმარტებით, ვისაც დაუდასტურდება ვირუსი, იმათი საგნები გადავა ონლაინსწავლებაზე.

სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ასეთ დროს სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმში, თუ მთლიანად სკოლა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში 3 დიდი ქალაქში – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში განახლდება.