რუსთავში 12 წლის მოზარდი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის აივნიდან გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
„პუბლიკას“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, რომ მოზარდი მრავლობითი მოტეხილობებით გადაიყვანეს რუსთავიდან და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული.