რუსთავში ჩვენს ოფისს თავს დაესხნენ - კირკიტაძე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ მათ შტაბს თავს დაესხნენ. მისივე ცნობით, არიან დაშავებულებიც.

„ეს იყო პირდაპირ ოფისზე თავდასხმა, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ადამიანებს მიაყენეს მძიმე დაზიანებები. ამაზე მეტი ფაქტი არ არსებობს. ჩვენ ეს ყველაფერი გადაღებული გვაქვს… იდენტიფიცირებულები არიან ადამიანები, რომლებმაც მოაწყეს ოფისზე თავდასხმა, დაზარალებულებიც არიან, მათ შორის ერთ-ერთი არის საკრებულოს წევრი. ესენი არიან მოძალადეები, „მეცოცხეები” და სუს-ის აგენტები,“ – ამბობს დავით კირკიტაძე „მთავარ არხთან“.

რუსთავში მომხდარს ოპოზიცია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა – „მოვითხოვთ კატეგორიულად, უახლოეს საათებში, ყველა მოძალადე თავდამსხმელი დათო კირკიტაძის შტაბზე, დაისაჯოს კანონის სრული ძალით”.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას ითვალისწინებს.