რუსთავში დაკარგული 14 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს მდინარე მტკვარში. მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ბოლოს მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბიჭის ცხედარი გაუჩინარების ადგილიდან 23 კილომეტრში იპოვეს.