რუსთავში, ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აფეთქების შედეგად მამაკაცი დაიღუპა

პუბლიკა

რუსთავში, ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აფეთქება მოხდა. „პუბლიკას“  რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოში დაუდასტურეს, რომ აფეთქების შედეგად დაიღუპა მამაკაცი. მათი თქმით, მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცავალა.

„აფეთქების შედეგად დაიღუპა მამაკაცი, ის საავადმყოფოში შემოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო“, – განაცხადეს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოში.

შსს-ს განცხადებისთ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.