რუსთავში კაცი ყოფილი ცოლისადმი მუქარისა და მისი მანქანის დაწვის ბრალდებით დააკავეს

პუბლიკა

რუსთავში ოჯახის წევრის ქონების დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ახალგაზრდა კაცი დააკავეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კაცი ყოფილ ცოლს ცივი იარაღით ემუქრებოდა, შემდეგ მისი ავტომობილი დაწვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 11 პრიმა 187-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის ნივთის დაზიანებას და მუქარას გულისხმობს.