რუსთავის მე-12 მიკრორაიონში მდებარე კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად შუა ხნის მამაკაცია გარდაცვლილი. ამის შესახებ „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი სხვა საცხოვრებელ სახლებზე არ გადასულა. ადგილზე 4 სახანძრო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ხანძრის შედეგად მეტი ადამიანი არ დაშავებულა.