რუსთავში Covid-19-ით 29 წლის კაცი გარდაიცვალა

პუბლიკა

რუსთავში Covid-19-ით 29 წლის კაცი გარდაიცვალა. როგორც კლინიკა „რუსთავის“ სამედიცინო ხელმძღვანელმა, ირაკლი გიორგაძემ „პირველ არხს“ განუცხადა, მას არ ჰქონდა თანმხლები დაავადებები.

„10 დეკემბერს შემოიყვანეს. პაციენტს გაუკეთდა ტესტი და დაუდგინდა კორონავირუსი. კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ფილტვები თითქმის 100 პროცენტით დაზიანებული იყო. თავიდანვე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. მკურნალობის კურსი პირველივე წუთიდან შეთანხმდა კლინიკურ ჯგუფთან. სამწუხაროდ, პაციენტი გუშინ გარდაიცვალა“, – განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

დღეს, 18 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 2244.