რუსთავში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოების შედეგად, 1976 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ყელის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.