რუსთავში მშენებლობაზე ამწის მემანქანე დაშავდა

პუბლიკა

რუსთავში მშენებლობაზე მუშა დაშავდა. „პუბლიკის” ინფორმაციით, ამობრუნდა ამწე, რის შედეგადაც დაშავდა მემანქანე. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.