რუსთავში „ქართლი ტექსტილის“ საწარმო გაიხსნა. მთავრობის ცნობით, ახალი საწარმო თურქული ინვესტიციით შეიქმნა და 4 ათას ადამიანს დაასაქმებს რუსთავსა და გარდაბანში. მთავრობა აღნიშნავს, რომ საწარმოში დასაქმებულთა შორის 90% ქალია.
„ქართლი ტექსტილი“ არის გაგრძელება იმ დიდი პროექტის, რომელსაც „აჭარა ტექსტილის“ ინვესტორები ახორციელებენ საქართველოში. ეს არის უკვე მე-4 საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი წლის ბოლომდე, ამ საწარმოში, 4 000 რუსთაველი იმუშავებს. ჩვენი ამოცანაა, ყველამ ერთად, მსგავს ინვესტორებს, მსგავსი საწარმოების შექმნას ყველანაირად შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საწარმოს გახსნისას განაცხადა.
მთავრობის ინფორმაციით, კომპანია „ქართლი ტექსტილს“ სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა.