რუსთავში, ე.წ სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე კაცი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 4 ადამიანი.
შსს-ის ცნობით, დადგინდა, რომ მსროლელი 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.-ა. სამართალდამცველებმა ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
სროლის შედეგად მოკლულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი – ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში მუშაობდა. დაჭრილია ერთი პირი – ბრალდებულის ბიძაშვილი.
დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.