რუსთავში მშობლებმა წლინახევრის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც „პუბლიკას“ უწყებაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.