დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
ბრიტანული დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა 2005-დან 2018 წლამდე თავდაცვის ბიუჯეტი გააორმაგა, დაიწყო შეიარაღების მნიშვნელოვანი გაძლიერება როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო მიმართულებით. 2008 წლიდან კი, როგორც დაზვერვა წერს, დაიწყო გაძლიერებული მოდერნიზაცია.
თუმცა, ამ მოდერნიზაციის მიუხედავადაც კი, რუსეთი უკრაინასთან ომში ვერ გაბატონდა.
„ჩავარდნებმა როგორც სტრატეგიულ დაგეგმარებაში, ისე ოპერაციულ შესრულებაში, რუსეთს არ მისცა საშუალება, რაოდენობრივი სიძლიერე არსებით უპირატესობაში გადაეზარდა.
რუსეთის სამხედრო ძალები ახლა მნიშვნელოვნად დასუსტდა – ფიზიკურად და კონცეპტუალურად, რაც უკრაინაში შეჭრის შედეგია. აღდგენას კი სანქციები მნიშვნელოვნად გაართულებს. ამას ექნება ხანგრძლივი გავლენა რუსულ არმიაზე, რომ კიდევ შეძლოს კონვენციური სამხედრო ძალებით ოპერაციების შესრულება“, – ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის განცხადებაში.