რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი” მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის რეისებსაც შეასრულებს.
რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ რეისები 2 ივლისიდან დაინიშნება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
რეისები კვირაში 2-ჯერ, სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.
ავიაკომპანია „აზიმუტი” რუსეთიდან საქართველოში 2023 წლიდან დაფრინავს. რეისები ხორციელდება რამდენიმე სხვადასხვა აეროპორტიდან.
მოსკოვის მიერ შეწყვეტილი პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2023-ის მაისში აღდგა. პირდაპირი ფრენების შესრულება დაიწყეს რუსულმა ავიაკომპანიებმა: „აზიმუტმა” და „Red Wings”-მა და ქართულმა „საქართველოს ავიახაზებმა”, რომელიც დაფრინავს როგორც მოსკოვში, ისე – პეტერბურგში.