ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთისა და უკრაინის დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს – „დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა“.
„რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ.
ფაქტები კი ასეთია:1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში;
2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში;
2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში;
2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში.
ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – ებრაელმა ნაცისტებმა.
დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა“, – აცხადებს ამერიკის საელჩო.