რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს

პუბლიკა

რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს.

როგორც ივლისში გახდა ცნობილი,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სტრუქტურულად დაემატა ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი. სწორედ ამ დეპარტამენტის უშუალო უფლებამოსილებაა კანონთან დაკავშირებული საკითხები.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი სწორედ სანდრო კირვალიძე იქნება.

ამავე დეპარტამენტში არის ორი სამსახური:

ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამსახური – მას ხელმძღვანელობს თინათინ ღუღუნიშვილი;

ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის დეკლარირების მონიტორინგის სამსახური – ხელმძღვანელი ირაკლი კერვალიშვილი;

ვინ არის სანდრო კირვალიძე?

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული სანდრო კირვალიძე განათლებით იურისტია. ის მანამდე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი იყო.  ვრცლად იხილეთ ქვემოთ:

განათლება და კვალიფიკაცია:

  • 07.2016 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – იურისტი, სამართალმცოდნეობა, მაგისტრი;
  • 07.2014 ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტი – იურისტი, სამართალმცოდნეობა ბაკალავრი;

სამსახურებრივი საქმიანობა:

  • 08.2024 – დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი;
  • 09.2021-08.2024 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი;
  • 01.2020-09.2021 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი;
  • 01.2017-01.2020 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტი;
  • 08.2015-01.2017 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურე;
  • 2013-2014 წწ. – იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველოს სტაჟიორი;
  • 2012-2013 წწ. იუსტიციის სამინისტრო – კვლევითი პრაქტიკა;

მიღწევები, პუბლიკაციები, ტრენინგები, პროექტები:

  • საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი – სამეწარმეო სამართალი;
  • საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი – გუნდური მუშაობა ორგანიზაციაში;
  • საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი – სანივთო და ვალდებულებითი სამართალი;
  • კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – სამეწარმეო უნარ-ჩვევები;
  • კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – ტრენერების ტრენინგი;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ჰუმანიტარული სამართალი;
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი – ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია, „პატიმრების საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობა”;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – კარლ პოპერის დებატების პროგრამა;
  • European Center for Minority Issues – Summer school on ethnicity and soviet deportations;

28 მაისს „ქართულმა ოცნებამ“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონი მიიღო.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.