რუსული კანონის განხილვის დროს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება იყო, რის შემდეგაც პირდაპირი ეთერი გაითიშა. უცნობია, რას მოჰყვა დაპირისპირება დეპუტატებს შორის. როგორც კადრებში ჩანს, ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სახეში მუშტი სწორედ იმ დროს ჩაარტყა, როცა მდინარაძე რუსულ კანონს წარადგენდა.
„რუსეთში მიგვათრევენ, ულაპარაკოდ ამას წყალი არ გაუვა, სამი საათია ბლუკუნებენ. შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მდინარაძემ. ახლა სახლში დაჯდომის დრო არ არის, ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა, ესენი უნდა გავყაროთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ტელევიზიის კადრებში ჩანს, რომ ინციდენტის შემდეგ დეპუტატების ნაწილმა დატოვა სხდომათა დარბაზი.