რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია იმართება

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში დღეს კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვა დაიწყო.

პარალელურად, გარეთ მიმდინარეობს აქცია, სადაც შეკრებილები არიან მედიის წარმომადგენლებიც. მათ თან აქვთ ბანერები „არა რუსულ კანონს” და უმრავლესობის წევრებს პროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ.

გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული კანონის განხილვის დროს, „უსაფრთხოების” მოტივით, შეეზღუდა ვიზიტორთა რაოდენობა, რის გამოც დღეს საკანონმდებლო ორგანოში არ დაიშვებიან ონლაინმედიის აკრედიტებული ჟურნალისტები.