რუსული კანონით გათვალისწინებული რეესტრში რეგისტრაცია შესაბამის სუბიექტებს, კანონის მიღების შემთხვევაში, 2 თვიდან მოუწევთ, – ამის შესახებ კანონპროექტის გარდამავალ დებულებებშია აღნიშნული.
კერძოდ, სუბიექტი, რომელიც 2023 წლის მონაცემების მიხედვით აკმაყოფილებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია, ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიმართოს საჯარო რეესტრს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე.
ეს პუნქტი ამოქმედდება კანონის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. შედეგად გამოდის, რომ კანონის ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ 3 თვეში სუბიექტებს რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვებათ.
როგორც დღეს რუსული კანონის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა მამუკა მდინარაძემ ვადებთან დაკავშირებით დააზუსტა, ევროპის ჩემპიონატისთვის „ეს ვნებათაღელვა დამთავრებული იქნება”.
„გუშინ რომ არ დაგვეინიციირებინა ეს კანონი, თავის ვეტოიანად, გადავიდოდა იმ პერიოდში, როცა იქნება ჩემპიონატი, ერთადერთი გზა იყო გუშინ დაინიციირება, რომ ფეხბურთის პერიოდს არ დაწეოდა გარკვეული ვნებათაღელვა და ეს კანონი. დამთავრებული იქნება ყველაფერი”, – განაცხადა მდინარაძემ.
ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს იწყება.
რუსული კანონი ადგენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას. ამგვარ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტი კი ვალდებული იქნება წარადგინოს საფინანსო დეკლარაცია;