რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს

პუბლიკა

რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. თბილისის ერთ-ერთ საკვანძო სატრანსპორტო ადგილას მოძრაობა დაახლოებით 19:00 საათიდან შეფერხდა.

ამ დროისთვის გადაადგილება შეჩერებულია „ლაგუნა ვერეს” მიმართულებით. თუმცა, მომიტინგეები იმ ქუჩების გადაკეტვასაც ცდილობენ, რომლებიც მოედანს უერთდება.

დემონსტრანტები ქუჩებზე სხდებიან, რათა ავტომობილებმა გადაადგილება ვეღარ მოახერხონ.