რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს

პუბლიკა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” უთხრეს, რომ პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული – 166-ე წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით. ამ დროისთვის უცნობია, რომელ განყოფილებაშია ის გადაყვანილი.