რუსული კანონის საწინააღმეგო აქციამ გმირთა მოედანზე გადაინაცვლა 

პუბლიკა

რუსული კანონის საწინააღმეგო აქციამ გმირთა მოედანზე გადაინაცვლა. ათასობით ადამიანმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა, გმირთა მოედნისკენ მსვლელობით წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს.

თბილისის ერთ-ერთ საკვანძო სატრანსპორტო ადგილას მოძრაობა დაახლოებით 19:00 საათიდან შეფერხდა. სანამ ადგილზე რამდენიმე ათეული დემონსტრანტი იყო, პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა.