რუსული ნავთობკომპანია Lukoil აცხადებს, რომ საერთაშორისო აქტივების გაყიდვას იწყებს

პუბლიკა

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების შემდეგ რუსული ნავთობკომპანია Lukoil აცხადებს, რომ საერთაშორისო აქტივების გაყიდვას იწყებს.

გაყიდვა ხდება აშშ-ს ს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ლიკვიდაციის ლიცენზიის შესაბამისად.

„ლუკოილი” აცხადებს, რომ ამჟამად პოტენციურ მყიდველებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 2025 წლის 22 ოქტომბერს სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“.

ამასთან, OFAC-ის გადაწყვეტილებით, სანქციები ვრცელდება არა მხოლოდ „როსნეფტსა“ და „ლუკოილზე“, არამედ მათ შვილობილ კომპანიებზე და ყველა ორგანიზაციაზე, სადაც მათ აქვთ 50%-ზე მეტი წილი.

მანამდე, 15 ოქტომბერს „ლუკოილსა” და „როსნეფტს” სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა.