რუსული რეფერენდუმები მოჩვენებითია, ვაშინგტონი მათ არასდროს აღიარებს - ბაიდენი უკრაინაზე

პუბლიკა

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები მოჩვენებითია და ამერიკის შეერთებული შტატები მას არასდროს აღიარებს.

„ვაშინგტონი მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად რუსეთისთვის დამატებით სწრაფი და ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმუშავებს”. – თქვა ჯო ბაიდენმა.

უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, 23 სექტემბერს  ე.წ. რეფერენდუმები დაიწყო რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე.

ე.წ. რეფერენდუმი 5 დღე გაგრძელდება და სამშაბათს, 27 სექტემბერს დასრულდება.