რუსული კანონის საწინააღმედგო აქციაზე დაკავებული გელა ხასაია 2600 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

რუსული კანონის საწინააღმედგო აქციაზე 16 აპრილს დაკავებული გელა ხასაია 2600 ლარით დააჯარიმეს.

ხასაია „გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრია.

შსს მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – წვრილმანი ხულიგნობის და 173-ე – პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ედავებოდა. სასამართლომ ის ორივე ნაწილში გაამტყუნა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად ხასია ამბობს, პოლიციას პროცესზე მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

მანამდე, დღესვე, იმავე მუხლებით გაამტყუნეს და 2500 ლარით დააჯარიმეს „ლელოს” პოლიტიკური მდივანი, ირაკლი კუპრაძე.