რუსული ტანკების კოლონის შესაჩერებლად უკრაინელმა სამხედრომ თავი აიფეთქა - გენშტაბი

პუბლიკა

უკრაინაში, ხერსონის ოლქში, საზღვაო ქვეითმა თავი აიფეთქა, რათა ხიდზე რუსული ტანკების კოლონა შეეჩერებინა. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს, საზღვაო  ბატალიონმა გადაწყვიტა, ტანკების კოლონის შესაჩერებლად ხერსონის ოლქში, ჰენიჩესკში არსებული ხიდი აეფეთქებინათ.

ხიდი ოკუპირებულ ყირიმს დანარჩენ უკრაინასთან აკავშირებს. გენშტაბის ცნობით, ხიდი დანაღმული იყო. ვიტალი ვოლოდიმროვიჩ სკაკუნი, რომელიც ცალკეული ბატალიონის ინჟინერი იყო, მოხალისედ გამოვიდა და თქვა, რომ ამ დავალებას შეასრულებდა.

„ვიტალის თანამოძმეების თქმით, ის გამოვიდა ხაზზე და თქვა, რომ ხიდს ააფეთქებდა. უმალვე გაისმა აფეთქების ხმაც. ჩვენი თანამოძმე დაიღუპა. მისმა გმირულმა საქციელმა მტრის მოძრაობის სიჩქარე მკვეთრად შეამცირა, რამაც ქვედანაყოფს საშუალება მოგვცა დისლოკაციის ადგილის შეცვლისა და თავდაცვის ორგანიზების,“ — წერს გენშტაბი.

საზღვაო ქვეითები უმაღლეს სარდლობას მეზღვაურისთვის სახელმწიფო ჯილდოს გადასაცემად მიმართავენ.