რუსულმა არმიამ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავა - უკრაინული მედია

პუბლიკა

უკრაინული მედია პრეზიდენტის მრჩეველზე, მიხაილ პოდოლიაკზე დაყრდნობით წერს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსულმა არმიამ დაიკავა.

„მძიმე ბრძოლების შემდეგ ჩერნობილის ზონაზე კონტროლი დავკარგეთ. ყოფილი სადგურისა და ბირთვული ნარჩენების საცავების მდგომარეობა უცნობია. ამ მიმართულებით რუსეთის სრულიად უაზრო თავდასხმის შემდეგ ვერ ვიტყვით, რამდენად უსაფრთხოა კვლავ ჩერნობილის სადგური“, – აცხადებს პოდოლიაკი.

მისი თქმით, შესაძლოა რუსებმა სადგური მიზანმიმართულად დააზიანონ უკრაინაზე თავდასხმის მორიგი ეტაპისთვის ან მისი დაზიანებისგან გამოწვეული შედეგების უკრაინისთვის დაბრალება სცადონ.