რუსულმა არმიამ უკრაინის სამხრეთში ხერსონის ნაწილი დაიკავა

პუბლიკა

რამდენიმედღიანი მასიური დაბომბვის შემდეგ რუსული არმიის შენაერთებმა, დნეპრი გადაკვეთეს და ხერსონის დაკავება დაიწყეს. ხერსონის მერის თქმით, რუსებმა დაიკავეს პორტი მდინარეზე და რკინიგზის სადგური. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული არმიის დანაყოფები გამოჩნდნენ ქალაქის სხვა ნაწილებშიც, ქალაქის ცენტრში კი აფეთქებების ხმა ისმის.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი ე.წ. მწვანე დერეფნის გაკეთებას მოითხოვს მშვიდობიანი მოსახლეობის ქალაქიდან უსაფრთხოდ გასაყვანად.

ხერსონი უკრაინის სამხრეთ ნაწილში, ყირიმსა და ოდესას შორისაა. რუსულმა შენაერთებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი პირველი იერიში სწორედ ხერსონზე მიიტანეს.