რუსულმა ხომალდმა მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ გემს მოარტყა ჭურვი - უკრაინის გენშტაბის უფროსი

პუბლიკა

უკრაინის გენშტაბის უფროსის განცხადებით, მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს რუსულმა ხომალდმა ჭურვი მოარტყა. გემი უკრაინის ერთ-ერთი პორტიდან 12 მილის დაშორებით იმყოფებოდა.

ვალერი ზალუჟნის თქმით, ამ წუთებში ცდილობენ გარემოებების დაზუსტებას, თუმცა გემთან კავშირი არ არის.