რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს კიდევ ერთი მოქალაქე - სუსი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სოფელ ახმაჯის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სუსის ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე ამოქმედდა შესაბამისი მექანიზმები.

„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებს უწყება.