რუსულმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ მუშაობა შეაჩერა

პუბლიკა

რუსულმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა, ნატალია სინდეევამ განაცხადა. მისი თქმით, 3 მარტის დღის საინფორმაციო გამოშვება ამ სეზონში უკანასკნელი იყო.

ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.

„შექმნილ გარემოებებში ჩვენ დროებით ვწყვეტთ მუშაობას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეთერში დავბრუნდებით“, – განაცხადა სინდეევამ.