რუტე: მოვუწოდებ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე საქართველოს მოუწოდებს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რუტემ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისკენ დაახლოების ამბიციებს უნდა დაუბრუნდეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მათ შორის, მათ ამბიციებს რომ უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს. მაგრამ მოდით, დღეს საქართველოზე ბევრს ნუ ვისაუბრებთ, ბევრი სხვა საკითხი გვაქვს წინ”, – განაცხადა რუტემ.