რვა ერი | საქართველოს რაგბის ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

პუბლიკა

„შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან ანგარიშით 23:10 დამარცხდა.

რვა ერის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა დუბლინში, „ავივა სტადიუმზე“ გაიმართა.

საქართველოს ირლანდიასთან აქამდე 4-ჯერ უთამაშია, ბოლოს 2014 წელს და ყველა თამაში მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.

„შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნებმა უკვე ითამაშეს ინგლისთან (0:40) და უელსთან (0:18); 5 დეკემბერს კი, საქართველოს ნაკრებს, დიდი ალბათობით, ფიჯისთან ედინბურგში მოუწევს თამაში.