სააღდგომო ლიტურგია შაბათს, აღდგომის ღამეს კომენდანტის საათის მოქმედების დროს დაიგეგმა.
საღამოს, შაბათს, 22:00-ზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი.
23:00-ზე ტაძარში მივა საქართველოს პატრიარქი.
ხოლო თორმეტ საათზე დაიწყება ლიტანიობა და საღვთო ლიტურგია.
განრიგი არქიმანდრიტმა დემეტრემ სამების საკათედრო ტაძარში ბზობის წირვის შემდეგ გამოაცხადა. მას არ უთქვამს, რომ ამ დროისთვის კომენდანტის საათი მოქმედებს და ასევე არსებობს რეკომენდაციები, რომლებითაც ხელისუფლება და ექიმები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
საქართველოში კომენდანტის საათი 31 მარტიდან მოქმედებს. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. ამ პირობის დარღვევისთვის ამ დროისთვის ყოველდღიურად ასობით მოქალაქეს 3000 ლარით აჯარიმებენ.