სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანის დაწესებულებიდან - საიას თავმჯდომარე

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანის დაწესებულებიდან. ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.

„სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანის დაწესებულებიდან.

ის მოტყუებით წაიყვანეს ამ დაწესებულებაში და ამის გასამართლებლად მორიგი უკანონოდ გავრცელებული კადრები ვნახეთ.

გლდანში არაა სათანადო პირობები მკურნალობისთვის და რაც მთავარია, მისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა“,  – წერს ის.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გლდანის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ომბუდსმენის ცნობით, სააკაშვილმა იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. მას შემდეგ, რაც ის შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სასრაფოს მანქანიდან. მისი თქმით, ის ძალის გამოყენებით მე-18 დაწესებულებაში შეიყვანეს.