საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს უფრო სუსტად გრძნობდა თავს. ამის შესახებ მან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ მიხეილ სააკაშვილს გაუკეთდება ტესტები, რომელზეც ჯერ უარს აცხადებდა ის, თუმცა მას ექიმებმა სთხოვეს და უთხრეს, რომ უნდა გაეკეთებინა ტესტები, რაზეც ის დათანხმდა.
„დღეს უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გაუკეთდება ტესტები, რომელზეც ჯერ უარი იყო. ყველანაირი ტესტები გაუკეთდება, რაც ადრე გაუკეთდა, გავიმეორებთ. ვაპირებთ ტესტების გაკეთებას ხვალ და შემდეგ ანალიზებს. ახლა უკვე ორი კომისია გვაქვს, ერთი წინა კომისია და ახალი არის ალტერნატიული, შემდეგ ალბათ ყველას მოვიწვევთ ერთად და გავაკეთებთ დასკვნას. წნევის თამაში იყო, პულსი სხვადასხვა იყო დღის განმავლობაში. ციხის ექიმებთან ერთად, პრეზიდენტს ვთხოვეთ, ერთი ტესტის გაკეთების უფლება მოგვცეს, რადგან არ მოგვწონს მდგომარეობა, რაზეც დათანხმდა. ტესტების გაკეთება ძალიან კარგია ჩვენთვისაც და მისთვისაც“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.