„გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე ხელისუფლების თავდასხმა მიხეილ სააკაშვილს სურს, და უფრო მეტიც საამისოდ ხელისუფლების “აგდებს ცდილობს”.
ქოცებმაო,
არჩევნები წააგეს 40\60 -ზეო.
ისე 39% ჰქონდათო (ანუ, თქვე არალეგიტიმურებოო).
შრომისუნარიანებს ქვეყნიდან ყრიან და მონებად უშვებენ გერმანიაშიო.
როგორც მამლუქებს ყიდიდნენ ადრე ეგრე უნდათ გაყიდონ ჩვენი ხალხიო.
ბიძინაზე – გაუნათლებელი ბინძური რუსეთის შნირი… ორღობის ყვარყვარე… ლაჩარი და მხდალიაო თქვა.
გახარიას შეეშინდა და გაჰქუსლაო (გაბრაზებულია, ერთხელ გეგმა ჩაუვარდა).
ღარიბაშვილი – არარაობა, რაღაც საზიზღრობა და მახინჯიაო.
კალაძე გაუნათლებელი ბნელი არსებააო, რომელიც მხოლოდ ფეხს ურტყამდა ბურთს და საკუთარ კარში იტანდა ხშირადო.
ჩვენ არ გვინდა არეულობა და შეტაკება, მაგრამ… ქართველი ხალხი დაიცავს თავის თავსო…
ალესილ რქებს მოგტეხავთო.
რამდენიმე ათეული მსხვერპლი იქნებაო.
კიდე ბევრი რამე თქვა იმისთვის რომ არ გადაიფიქროთ და ნამდვილად შეუვარდეთ მელიას.
მე ვარ მიშა სააკაშვილი და მე ვშვები ამასო (გოიმები ჰგონიხართ და თქვენს აგდებას ცდილობს).
ქართული ოცნება / Georgian Dream
მეტი როგორ უნდა გითხრათ, რომ ელოდება ამ ყველაფერს.
სუნს გრძნობს და ცქმუტავს მოუთმენლობისგან.
– წერს იაგო ხვიჩია.
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ოპოზიციური სპექტრი და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემენ.
თავის მხრივ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ნიკა მელია ვერსად დაიმალება და “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა” მისი უმთავრესი პრიორიტეტია.
ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რამდენიმე რაზმი.