სააკაშვილი იმ სტადიაშია, შეიძლება მომენტალურად დაიწყოს მულტიორგანული გართულება - ექიმი

პუბლიკა

„მიხეილ სააკაშვილი არის შიმშილობის იმ სტადიაში, როცა შეიძლება მომენტალურად დაიწყოს მულტიორგანული გართულება“, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი საკონსულტაციო ექიმების ჯგუფის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, როცა პაციენტს აქვს ერთი, რომელიმე ორგანოს, ან გულის, ან ღვიძლის, ან ფილტვის დაავდება აქ არის სპეციფიკური მკურნალობა, რაც გაცილებით უფრო ადვილია, მაგრამ როცა ადამიანი ხანგრძლივად შიმშილობს მას ყველა ორგანოს დაზიანება განუვითარდება და ძალიან მალე დამთავრდება, ანუ შედარებით ნორმალური მდგომარეობიდან უკვე ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო არის“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

მისი თქმით, ჯერ არის ის სტადია, როდესაც შეიძლება მისი ინტენსიური მკურნალობა და თავიდან აცილება ამ ფატალური გართულებების, რასაც სჭირდება ძალიან ბევრი კვლევა და სხვადსხვა პროფილის ექიმების მეთვალყურეობა.

„იქ რის ამის გარკვეული შესაძლებლობა, მაგრამ ყველა სპეციალისტი ადგილზე არ ჰყავთ, არიან გამოძახებებით. ამიტომ დიდი განსხვავებაა ერთი შეხედვით, რაც მე ვნახე, პოლიპროფილური, აწყობილი საავადმყოფოს მუშაობას შორის და აი ამ დაწესებულების მუშაობას შორის. დანარჩენი დეტალები გვექნება დასკვნაში“, – თქვა სახალხო დამცველის მოწვეული საკონსულტაციო ჯგუფის წევრმა, გიორგი გრიგოლიამ.