სააკაშვილი ISSA-ს კვლევაზე: საუკუნის ანეკდოტი იყო

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილი „მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებულ კვლევას „საუკუნის ანეკდოტს” უწოდებს.

„გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი. ჩვენ გავიმარჯვებთ ! „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია”, – წერს ის.

,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” (ISSA) ,,მთავარი არხის” დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.

ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც მოქალაქეებს დაუსვეს, იყო – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? – ამ კითხვის შედეგებით, „ქართულ ოცნებას” აქვს 31.4%; „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას/სტრატეგია აღმაშენებელს” – 9.6%; ხოლო ახალს – 9.1%.