სააკაშვილი: რომ არა მე-6 ფლოტი და ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაცია, დღეს საქართველო აღარ იარსებებდა

პუბლიკა
content image

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ 2008 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაარჩინა საქართველო და რომ არა მე-6 ფლოტი და ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაცია, დღეს საქართველო აღარ იარსებებდა.

„როდესაც ამერიკაზე ვსაუბრობთ, ნუ გვავიწყდება, რომ 2008 წელს სწორედ ამერიკამ შეაჩერა ომი და გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფო. რომ არა მე-6 ფლოტი და ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაცია, დღეს საქართველო აღარ იარსებებდა. გარდა ამისა, ჯო ბაიდენის ინიციატივით, მაშინ გამოიყო 1 მლრდ დოლარი, რითაც გადარჩა ქართული ეკონომიკა.

მივესალმები, რომ ჩემს სასამართლო საქმეში ჩაერთნენ ძალიან ავტორიტეტული ამერიკელი სასამართლო და სამედიცინო ექსპერტები. რაც არ უნდა დაადგინოს სასამართლომ, მსოფლიო საბოლოოდ გაიგებს რეალურ ფაქტებს და სიტუაციას.“ – წერს სააკაშვილი.