„მე დარწმუნებული ვარ ძალიან განიცდიან [ოპოზიცია] რომ დღეს აქ ომი არ არის. ვინმეს თუ უფიქრია, დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, სად ვიქნებოდით. ომი დაიწყებოდა თბილისში ჯერ და შემდეგ კიევში. ეს უნდა ითქვას პირდაპირ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის, როგორ პრემიერი, არასოდეს მიიღებს ხალხის ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს.
ღარიბაშვილა ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებზე.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში ანგარებას ხედავს. უნდა ითქვას ასევე, რომ, რა თქმა უნდა, მათი მიზანი არის განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას.
ასევე, გვახსოვს კარგად, თუ როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, როგორ უპატრონა, როგორ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები, როგორ მოიქცა ე.წ. მთავარსარდალი….
ეს ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს. კარგად გვახსოვს, თუ ვინ იომა მაშინ აგვისტოს ომის დროს. მაშინ იომა ჩვენმა გმირმა ჯარმა, ჩვენმა ჯარისკაცებმა, თავგანწირვით იომეს და თავი შეწირეს, ჩვენმა პოლიციელებმა, ღირსეულმა ოფიცრებმა მაგრამ კარგად გვახსოვს გაქვეული მთავარსარდალი, გაქცეული პარალმენტარები, ქვეყანა დატოვეს მათ ომის დროს და მხოლოდ ომის დასრულების მერე დაბრუნდნენ საქართველოში.
დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს ჩვენ, რომ ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ, თურმე, რუსეთს, ომში მივიღოთ მონაწილეობა უკრაინაში, და ა.შ.“, – განაცხადა პრემიერმა.